საზანოს ღვინის სასტუმრო მოიცავს 4 სტანდარტულ ნომერს, 1 ოჯახურ ნომერს, 1 იმერული ხის ოდას, რომელიც ცალკე მდგარი უნიკალური ძველებური ხის ნაგებობაა და ასევე ცალკე მდგარ ღვინის მარანს. ერთდროულად 20-მდე ადამიანის მიღება შეგვიძლია.
სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში სრულად შეიგრძნონ ტერუარის თავისებურებანი, დატკბნენ იმერული სოფლის ავთენტურობით და ისიამოვნონ იმერული პეწით გაჯერებული სტუმართმოყვარეობით.
თქვენი უსაფრთხოება ჩვენი #1 პრიორიტეტია, ამიტომაც წელს განსაკუთრებით ვემზადებით საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო რეკომენდაციების შესაბამისად. ჩვენი ნომრები დიდი და ერთმანეთისგან დაშორებულია, სტუმრებს ვთავაზობთ იზოლირებულ სასაუზმე სივრცეებს, ახლებურად ვაწყობთ დეზობარიერებს & ჰიგიენის წერტილებს და ვნერგავთ ნომერში მომსახურებას.
ჩვენი სტუმართმოყვარე პერსონალი, ჯანსაღი ადგილობრივი საკვები და მშვიდი/უსაფრთხო გარემო თქვენს დასვენებას დაუვიწყარს გახდიან.