კონცეფცია

საზანოს ღვინის მარანი & სასტუმრო 2019 წლიდან ჩაერთო სოფლის ტურიზმში. ჩვენ გთავაზობთ საქართველოში  #1 ავთენტურ სოფლის გამოცდილებას 40-მდე ყოველდღიური სასოფლო აქტივობით. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში სრულად შეიგრძნონ ტერუარის თავისებურებანი, დატკბნენ იმერული სოფლის ავთენტურობით და ისიამოვნონ იმერული პეწით გაჯერებული სტუმართმოყვარეობით.  


სოფლის ტურიზმი აქტიური დასვენება და უნიკალური გამოცდილებაა:

  • ტრადიციულ ღვინის მარანში ქვევრის მოხდა, ქვევრიდან ღვინის ამოღება, ექსკლუზიური ღვინოების დეგუსტაცია, ქვევრის გარეცხვა, იმერული ტრადიციული ღვინის ასორტიმენტის გაცნობა;
  • შინაური ცხოველების მოვლა, საკვების მიცემა;
  • ძროხის მოწველა, იმერული ყველის თქვენი ხელით ამოყვანა;
  • ქათმების კვება, კვერცხის ამოღება საქათმიდან;
  • საფუტკრის დათვალიერება, სკიდან თაფლის ამოღება;
  • ბაღ-ბოსტანში გამარგვლა, მორწყვა, საკუთარი ყოველდღიური საკვების საკუთარი ხელით მოკრეფა;
  • ტრადიციული თონის გახურება, უგემრიელესი პურის და იმერული ხაჭაპურის გამოცხობა;
  • ტრადიციულ ბუხარში კეცზე ნეშოიანი მჭადების გამოცხობა;
  • ნაკვერჩხალზე ნედლი სიმინდის შეწვა;
  • მწვადაობა: ბუნებაში შამფურზე მწვადის შეწვა;
  • ვენახის მოვლა, საწნახელი, სეზონზე რთველში ჩართვა, ფელამუშის გაკეთება, იმერული ტრადიციული ჩურჩხელას ამოვლება;
  • სახნავ-სათეს სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
  • სოფლის მდინარეში ბანაობა;
  • თევზაობა;
  • მოსავლის აღება;
  • ცხენით გასეირნება;
  • სტუმრობა წისქვილში;
  • ადგილობრივი ხილის & ბოსტნეულის შეგროვება (ეკალა, ჯონჯოლი, მარწყვი, მოცვი, სოკო);